from perfect idiot

ქართველები

სტერეოტიპები:ნიჭიერი მარა ზარმაცი, რაც უფრო მეტს სვამ მით უფრო გემატება ავტორიტეტი, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ, კაცობა განისაზღვრება იმით თუ ვინ გყავს მაღალჩინოსანი ახლობელი.

ტკბილი მოგონება: საბჭოთა კავშირი.

რატომაა ეს ტკბილი? : 37 მანეთი, ერთი ბოთლით საქმის გაკეთება, მთავარია ვინმე გყავდეს ზემოთ და თუ გინდა მთელი ცხოვრება მხართეძოზე იწექი, 10 მანეთადდაძეძგილიმოვდიოდით ბაზრიდან და კიდე ხურდა გვრჩებოდა, რუსულიხარისხის ნიშანი, და . .

მოთქმა: რა აწყობილი ქვეყანა დაანგრიეს.

მარადიული კითხვა: გვეშველება რამე?.

ბუნებრივი მოთხოვნილება: ვიღაც კეთილი ბიძია მოვა და ავშენდებით.

    ეს ის ხალხია ზვიადის რო დამოუკიდებლობის მოპოვების დროს მხარში ედგნენ და მერე რომ მოკლეს,შევარდნაძე რო დიდის ამბით ჩამოიყვანეს რუსეთიდან და ცოტა ხანში ტერაქტი მოუწყვეს,2003-ში კი გააგდეს, ეს ის ხალხია რომლებმაც 2012-ში მიშა ჩაანაცვლეს ბიძინათი და ყველა ამ პერიოდში რუსეთისადმი სიყვარული ისე ღრმად გაუჯდათ ძვალსა და რბილში რო თავსაც შეაკლავენ ამისთვის. სულ მალე ამ ახალმესიასაცსიამოვნებით დაუძახებენ წადი.

   

       ქართველების(გრუზინების) ერთადერთი ნიჭი და უნარი მედროვეობაა.ჩვენ ზარმაცებიც კი არა ვართ, რადგან ზარმაცი არაფერს აკეთებს ჩვენ კი ვაკეთებთ, ოღონდ ჰედონიზმის დასაკმაყოფილებელ ქმედებებს და შვილებს რომ კბილებს მოჰკვეთს იმაზე არ ვფიქრობთ.

     მე ვარ ქართველი, მიყვარს ეს ქვეყანა და გული მერევა თქვენზე თქვე კომუნიზმის ნაბიჭვრებო.

      მრცხვენია რომ ქართველობა სუფრაზე გრძელი და უაზრო სადღეგრძელოებისა და ბევრი ჩამყაყებული ტრადიციის აჯაფსანდალი გახდა.ერთმანეთზე შურის თვალით ყურებამ გვაქცია ყოფილ ერად, რომელიც უიმედო მდგომარეობაშია.

      არც ღმერთი გვწამს, ეკლესიაში სხვის დასანახად დავდივართ, რადგან ესკაი ტიპობადითვლება, უფრო სწორედ მოდაშია.რამდენიც გინდა იმდენი ყოფილი ფანატიკოსი კომპარტიელი დადის ახლა აღსარებას აბარებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სოციალური სტატუსის შენარჩუნებაში ეხმარება.

     ნუ განკითხავ და არ განიკითხები ეს მხოლოდ წმინდანებს შეუძლიათ. მე კი, უბრალო მოკვდავი ვარ და არ შემიძლია სულგრძელობა გამოვიჩინო.

      რაც შეეხება მარადიულ კითხვას, გვეშველება იღონდ თუ პრობლემას საკუთარ თავში ვიპოვით, თუ საკუთარ საქმეს გავაკეთებთ და მესიას არ დაველოდებით იქნებ რამე გვაჭამოსო, მაგრამ აქ იმდენითუარის, რომ სიზარმაცეს აღზრავს.სიზარმაცე კი მაშინ გვძლევს როცა საჭიროს გაკეთების დრო დგება.

    არც მე ვარ იდეალური და ყველა ჩამოთვლილი მანკიერება მახასიათებს და ამიტომ საკუთარი თავისაც მრცხვენია, მაგრამ ის მაინც ვიცი რაც არის ჩემში ცუდი.

    დავინახოთ საკუთარი თავი სარკეში გულწრფელად და როცა საკუთარი რეალური სახისა არ შეგვრცხვება ზუსტად მაშინ გვეშველება.

Perfect Idiot

Standard